ახალი ამბები

ორგანიზაციული მართვის საკითხებზე თელავში ტრენინგი გაიმართა

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მეწარმეებს ინფორმაცია მიაწოდეს წარმოების და მართვის გაძლიერების საკითხებზე. 
ტრენერის, პროექტის ,,სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭრი ინიციატივა’’ კოორდინატორის, საბა მესხის თქმით, შეხვედრის შემდეგ შეირჩევიან ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით მიიღებენ გრანტს ორგანიზაციული მართვის გასაუმჯობესებლად და ფერმერების გასაძლიერებლად. 
,,საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა’’. აღნიშნული პროექტის ფარგლებში თელავსი ჩატარდა ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ორგანიზაციული მართვის საკითხებს, კომუნიკაციებსა და ადვოკატირებას. გარდა ამისა, ჩვენ, ასევე, გვაქვს საგრანტო პროგრამა გამოცხადებული. ტრენინგის შემდეგ შეირჩევიან ორგანიზაციები, რომლებსაც ევროკავშირის დაფინანსებით ჩვენ გამოვუყოფთ გრანტს. ტრენინგის მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს და გავაძლიეროთ, რომლებიც შემდგომ უკვე თავის მხრივ შეძლებენ მცირე მეწარმეების და ფერმერების დახმარებას,’’- განუცხადა knews.ge-ს საბა მესხმა.
ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ნინო გოგოლაშვილის განცხადებით, მსგავსი ტრენინგები რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 
,,ტრენინგზე ვისწავლეთ სტრუქტურა, როგორ დავხვეწოთ ორგანიზაციის მმართველობა თანამედრვე ტენდენციებთან მიმართებაში, როგორ ავაწყოთ კომუნიკაცია. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო სხვადასხვა ადვოკატირების მექანიზმებზე. ამ საკითხებზე ჩვენთვის ინფორმაციის მოწვდა მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ საშუალება გვეძლევა, რომ მივიღოთ გრანტი და გავაძლიეროთ ფერმერები და მეწარმეები’’,- განუცხადა Knews.ge-ს ნინო გოგოლაშვილმა.