ქვემო ალვანში თუშეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
ადგილობრივებმა თუშეთთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მშენებლობა გააპროტესტეს.
როგორც Knews.ge-ს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სოსო ბაბულაიძემ განუცხადა, თუშეთის მიმართულებით პანკისის ხეობიდან საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე შეადგინეს.
“ისე შეადგინეს ეს პროექტი, რომ თუშეთის თემის მოსახლეობისთვის არც უკითხავთ. ამ საკითხის განხილვა თუშებთან არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენთან განვითარებულია საფეხმავლო, საცხენოსნო, ეკო ტურიზმია განვითარებული, რომელიც უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. თუ ეს გზა აშენდება, ეკო ტურიზმი აღარ განვითარდება. ალტერნატიული გზის მშენებლობას ჯობს თუშეთის სოფლებამდე მისასვლელი გზები აშენდეს, რომელსაც დასჭირდება გაცილებიტ ნაკლები თანხა, ვიდრე ამ პროექტის განხორციელებას. გზის გაყვანის შემთხვევაში დაიწყება ეროზია და ზიანი მოგვადგება თუშებს”, – განუცხადა Knews.ge-ს სოსო ბაბულაიძემ.
სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორის ხეობა – ბაწარა – ახმეტის გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი, რომლის განხორციელებაც სახელმწიფომ დაანონა, პანკისიდან თუშეთში ახალი გზის გაყვანას ითვალისწინებს.