გომბორის გზაზე ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
როგორც knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რომელიც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ კობაძესთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, რის შემდეგაც აფეთქდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
საინფორმაციო სააგენტო “imedinews”-ის ფოტო