ყვარელში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
საწარმოს 100 – ზე მეტ თანამშრომელს ექვსი თვეა ხელფასი არ აუღია. ისინი ხელმძღვანელობისგან სახელფასო დავალიანების დაუყოვნებლივ ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
“მონები ხომ არ ვართ? მოგვატყუეს, ექვსი თვე ისე გვამუშავეს და მერე ხელშეკრულება გაგვიუქმეს. ისეთი გაჭირვებულები ვართ, ნასესხები ფულით მოვედით აქამდე. გვატყუებენ მოგცემთო, მაგრამ ამდენი დრო გავიდა. არ ვაპირებთ გაჩერებას. თუ ვინმემ დახარჯა ჩვენთვის მოსაცემი ფული, იმანვე აანაზღაუროს”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქეთევან ქენქაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.