თელავში გოგა ხაინდრავას ფილმის ჩვენება გაიმართება
დისკუსიის თემა იქნება კონფლიქტები საქართველოში. შეხვედრას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გახსნის.
,,ფილმი გადაღებულია აფხაზეთში და მასში ომის დოკუმენტური კადრებია გამოყენებული. 2015 წელს “ოცნებების სასაფლაოს” ნეგატივს რესტავრაცია ჩაუტარდა. გოგა ხაინდრავას ცნობილ ნამუშევრის აქამდე ერთადერთი ორიგინალი საფრანგეთში ინახებოდა. ,,ოცნებების სასაფლაო” არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. ფილმის გმირები უმეტესწილად აფხაზეთის ომის მონაწილე რეალური პირები არიან”, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ფილმის ჩვენება ტარდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმის ჩვენება გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის” ოფისში. დასწრება თავისუფალია. მისამართი: ქალაქი თელავი, ჭავჭავაძის ქ. 160.