ახალი ამბები

თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება

როგორც knews.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, ექსპერტ ზაზა ალთუნაშვილთან და გამომძიებლებთან ერათად იმ ოთახს შეისწავლიან, სადაც 19 წლის მაჩალიკაშვილი დაჭრეს. 

„საჭიროა შემთხვევის ადგილის აღდგენა, ლითონის ფრაგმენტების მოძებნა, რომელიც მთლიანად არ არის ამოღებული. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ უნდა გამოიკვლიოს სხვადასხვა ნიუანსი, როგორ განხორციელდა სროლა, რა ტრაექტორიით არის მოხვედრილი ტყვია. აქედან გამომდინარე მერე უკვე დავაკავშირებთ იყო თუ არა წამომადგარი სროლის დროს თემირლანი და ა.შ.ექსპერტებმა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახი რამდენჯერმე დათვალიერეს და გარკვეული მტკიცებულებები მოიპოვეს, თუმცა ჩვენი მოთხოვნით მიმდინარე საგამოძიებო პროცესში ორი დამოუკიდებელი ექსპერტია ჩართული.“, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ კუბლაშვილმა. 

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მაჩალიკაშვილს ქალა ტვინის გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა. სპეცოპერაციის დროს დაჭრილს ნეიროქირურგიული ოპერაცია 26 დეკემბერს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ის თბილისში 28 დეკემბერს გადმოიყვანეს. მას ორი კვირის განმავლობაში წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.