”მისტერ ვალენტინი 2018-ის” გამარჯვებული სიღნაღელი გიგა ყორღანაშვილი გახდა
ქალთა გულთამპყრობელის სტატუსის გარდა, გამარჯვებულს მთავარი პრიზიც ერგო. ყორღანაშვილი სულ მალე ეგვიპტეში გაემგზავრება.
შედეგების გამოცხადებამდე ჟიური ორად გაიყო. ჟიურის ერთ-ერთი წევრი ლალი მაროშკინა გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისი აზრით, კონკურსის გამარჯვებული ლევან შენგელია უნდა ყოფილიყო.
„ძლიერი კანდიდატი არ აირჩიეს. თავიდანვე ლევან შენგელია დავასახელეთ, მაგრამ სხვაგვარად მოხდა. ასეთ კონკურსში მნიშვნელოვანია ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი იმარჯვებდეს, როგორც სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების სიმბოლო. ეს სტიმული იქნებოდა, რომ მომავალ წელს ასეთმა კონკურსანტებმა მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ლალი მაროშკინამ.
გამარჯვებული კონკურსანტის, გიგა ყორღანაშვილის თქმით, ის გამარჯვებას არ ელოდა, თუმცა შედეგით ძალიან ბედნიერია.