ახალი ამბები

თელავში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ავარია დღეს დილით მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. 
knews.ge-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთმა მამაკაცმა თავის არეში იდაზიანება მიიღო. იგი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
,,ორივე მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. ერთ-ერთმა მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ მანქანას დაეჯახა. ერთ-ერთმა მძღოლმა, რომელიც ადგილობრივია და მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსაობდა, თავის არეში მსუბუქი ტრამვა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”,- განუცხადეს knews.ge-ს თვითმხილველებმა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.