საგარეჯოს მერიამ 15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 500-დან 1500 ლარამდე მერყეობს.
უწყების ინფორმაციით, კონკურსი განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას მოიცავს. სპეციალური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემის გათვალისწინებით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
,,15 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი მერიამ 13 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსანტებს მოეთხოვებათ მაღალი პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობების მიმართ, ასევე უმაღლესი განათლება’’- განუცხადეს knews.ge-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
უწყების ინფორმაციით, კონკურსანტებს აღნიშნულ ვაკანტურ თანამდებობებზე განაცხადების გაკეთება 22 თებერვლამდე შეეძლებათ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული ვაკანტური თანამდებობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე: hr.gov.ge.