სოფელ ახაშენში “Akhasheni Wine Resort” იხსნება
,,გურჯაანში ტურიზმის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება. სასტუმრო განთავსდება ვენახებში და ვფიქრობ, ეს უნიკალურია. ასევე, სასტუმროდან კავკასიონის ხედი იქნება გადაშლილი. თუ ბევრი ტურისტი ისარგებლებს ჩვენი სასტუმროს მომსახურებით და იქნება დიდი მოთხოვნა, საქმიანობას გავაფართოვებთ. სასტუმროში დასაქმდება 35-დან 40-მდე ადგილობრივი კადრი“, – განუცხადა knews.ge-ს ზურაბ ჩხაიძემ.
მისივე თქმით, სასტუმროში მოეწყობა ღვინის მარანი, რესტორანი, ქართული კუთხე, საცურაო აუზი და სხვა. სასტუმროს მშენებლობა „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობას“ საქართველოს ბანკისა და DCFTA-ის პროექტის დაფინანსებით 7 თვის წინ დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ლარია.