2 სოფელში დედოფლისწყაროს მერის წარმომადგენლები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა განუცხადა, ლუხუმი შეთეკაურმა და ემზარ კობაიძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.
„ლუხუმი შეთეკაურმა და ემზარ კობაიძემ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით დედოფლისწყაროს მერს განცხადებით მიმართეს. მათი განცხადება დაკმაყოფილდა. ლუხუმი შეთეკაური სოფელ ქვემო ქედში იყო მერის წარმომადგენელი, ხოლო ემზარ კობაიძე კი – სოფელ არხილოსკალოში“, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და იურიდიული, ინფრასტრუქტურის, სპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკური, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის ან ტყის მართვის სფეროში 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. კონკური ჩატარდება სამ ეტაპად, რომელიც გულისხმობს განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალებასა და გასაუბრებას.