სოფელ ჯუგაანში საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 79521 ლარი დაიხარჯება
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდა 79521 ლარი დაიხარჯება. როგორც Knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე გზის საფარი მოხრეშილია და მიმდინარეობს ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია.
,,გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79521 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,პრიორიტეტი“,– განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპელიტეტის მერიაში.