თელავში ავარიის შედეგად დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ორ დაშავებულს ტვინის შერყევა აღენიშნება, ხოლო ორ მათგანს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს.
“ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი ნეიროისტანცურ გნყოფილებაშია მოთავსებული, რომლებსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არ აქვთ მიღებული. მათ ტვინის შერყევა აღენიშნებათ. ორ მათგანს აქვს ბარძაყის ძვლის მოტეხლობა. ისინი მოთავსებულები არიან ტრამვატოლოგიურ განყოფილებაში. ერთს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია, ხოლო მეორე მათგანს ხვალ გაუკეთდება ოპერაცია”, – განუცხადა knews.ge-ს ხათუნა ჭონიაშვილმა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქვემო ხოდაშენში გუშინ მოხდა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გადჭარბებული სიჩქარით მოძრავი BMW -ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მაშველებს ავტომობილიდან მგზავრების გადმოსაყვანად სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.