ახალი ამბები

გურჯაანის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო შეიქმნა

შესაბამისი დებულება დეპუტატებმა უკვე დაამტკიცეს. როგორც knews.ge-ს საკრებულოს წევრმა მარიამ სირბილაშვილმა განუცხადა, საბჭოს ძირითადი ამოცანები იქნება გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა.
“საბჭოს მთავარი მიზანი გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება. გენდერული თანასწორობის საბჭო ამ მიმართულებით იმუშავებს მოქალაქეების პრობლემებზე, შემორჩენილი სტერეოტიპების ნგრევაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ბულინგზე. საბჭომ წელიწადში ერთხელ გურჯაანის საკრებულოს უნდა წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ”, – განუცხადა knews.ge-მარიამ სირბილაშვილმა.