ახალი ამბები

ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილედ შოთა მოსულიშვილი დაინიშნა

მოსულიშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსად მუშაობდა, რომელიც 41 წლის თამაზ თამაზაშვილმა 3 თებერვალს შეცვალა. 
“საკადრო ცვლილებებია კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანისა და ყვარლის რაიონულ სამმართველოებში. ყვარლის პოლიციის უფროსის მოადგილე იქნება შოთა მოსულიშვილი, რომელიც გურჯაანის პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. საკადრო ცვლილება როტაციის წესით განხორციელდა”, – განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
ცვლილებაა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოშიც. უწყების კახეთის სამმართველოს უფროსის თანამდებობა გიორგი რუაძემ დატოვა და მისი ადგილი გიორგი ჩარკვიანმა დაიკავა. იგი სამსახურებრივ უფლებამოსილებას ორ კვირაზე მეტია, რაც ასრულებს.