ახალი ამბები

თელავში მდებარე ბატონის ციხე 18 მაისს გაიხსნება

გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, ბატონის ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი უკვე დასრულდა. 

“ამ ეტაპზე უნიკალური ექსპონატები მეზეუმის ახალ საცავებში გადმოგვაქვს პირველი საჯარო სკოლის სარდაფიდან, სადაც აქამდე იყო განთავსებული. მუზეუმის საცავებში ქეთევან იაშვილის კოლექციაც განთავსდება. შემდეგ დაიწყება ექსპოზიციების მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გამოცდილი ექსპოზიციონერები. შენობა თანამედროვე სტანდარდებით აშენდა, რომელიც სამსართულიანია”,– განუცხადა knews.ge-ს გურამ ურჩუხიშვილმა.

ბატონის ციხის კომპლექსის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება, კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა და ტურიზმის განვითარებაა. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “ჯავა” ახორციელებს. ბატონის სასახლეს რესტავრაცია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა.