ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე გრანტების პროგრამა გამოცხადდა
როგორც knews.ge-ს პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ განუცხადა, მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართულ 60-მდე მცირე ბიზნესის წარმომადგენელს, განავითაროს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ქეთევან ჭუმბურიძის ინფორმაციით, პროექტი ხუთ წლიანია და 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
“პროექტი zrda განახორციელებს მცირე გრანტების პროგრამას ახმეტის ქალაქ ახმეტაში, ქვემო ალვანში, ზემო ალვანში, მატანში, საკობიანოში, დუისში, ჯოყოლოში, ხალაწანსა და ომალოში და ხელს შეუწყობს ტურიზმის სოფლის მეურნეობის თუ მომსახურების სფეროში არსებულ იდეებს და ბიზნეს გეგმებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში. პროექტი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობების განვითარებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე რეგიონის პოპულარიზაციაში ტექნიკური დახმარების გზით. მცირე გრანტების პროგრამა წარმოადგენს იმ პროგრამების გაგრძელებას, რომლებსაც პროექტი zrda უკვე ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტში და იგი ხელს შეუწყობს პროექტის საქმიანობების დივერსიფიცირებას. ჩვენ პანკსის ხეობაში უკვე დავაფინანსეთ 10 პროექტი, მაგრამ 10 საგრანტო პროექტის მიღმა ჩვენი ტრენინგების პროგრამები გაიარა 11-მა საოჯახო სასტუმრომ. zrda-ს დახმარების შედეგად ბენეფიციარი ფერმერები უკვე აწარმოებენ ბოსტნეულ კულტურებს და ბოსტნეულის ჩითილებს 5 მცირე სასათბურე სადემონსტრაციო ნაკვეთში. პროექტი მაღალმთიანი რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტული პოტენციალის გაზრდას გულისხმობს. განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია მაღალმთიანი თუშეთის განვითარებისთვის”, – განუცხადა knews.ge-ს ქეთევან ჭუმბურიძემ.
მისივე ინფორმაციით, საგრანტო პროექტის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს, თუმცა განაცხადში შესაძლებელია ნაკლები თანხის მოთხოვნა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 5 მარტისა (17:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: subawards@zrda.ge.