ახმეტაში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება
როგორც Knews.ge-ს ახმეტის მერიაში განუცხადეს, მდინარე სამყურისწყალზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ გასცა.
უწყების ინფორმაციით, ჰესი 26 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მას კომპანია „ფერი“ ააშენებს.