ახალი ამბები

ყვარლის მე-2 ბაგა-ბაღში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა

პროექტი ძიუდოს ფედერაციის მიერ, ერთ -ერთი მიმდინარე პროექტის “Judo kids” ფარგლებში ხორციელდება და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით, სულ ათი დარბაზი მოქმედებს. ყვარლის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ეს პირველი პროექტია, რომელიც სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებშიც ეტაპობრივად გაგრძელდება. ძიუდოს დარბაზის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან როსტომ სესიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით ქევხიშვილთან ერთად ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო. მან აღსაზრდელებს მასტერ-კლასი ჩაუტარა, რის შემდეგაც ძიუდოს ფედერაციის სახელით პატარებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. 
„ძიუდოს გაკვეთილი არის ყველაზე ხალისიანი აქტივობა, რომელმაც მთლიანად შეცვალა და გაახალისა ჩვენი აღსაზრდელების ყოველდღიური ცხოვრება. ძიუდოს აქტივობებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა ყველა აღსაზრდელი თავიდანვე ჩაერთო“ – განუცხადა knews.ge-ს ყვარლის მე-2 ბაგა-ბაღის კოორდინატორმა ნანა ცისკარიშვილმა. 
მისივე ინფორმაციით, ბაგა-ბაღში გაკვეთილებს ძიუდოს მწვრთნელი ვანო გიგილაშვილი კვირაში ორჯერ ატარებს.