თუშეთში დაჭრილი მამაკაცი თელავში ვერტმფრენით გადაიყვანეს
ზურაბ იჭირაულს ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. როგორც knews.ge-ს თუშეთის ექიმმა ირკალი ხვედაგურიძემ განუცხადა, იჭირაულს ერთი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.
“ზურას სისხლი ქვედა კიდურის მენჯ-ბარძაყიდან სდიოდა. პირველადი სამედიცინო დახმარება ჩავუტარე, მაგრამ საჭირო გახდა მისი გადაფრენა თელავში. საჭიროა ქირურგიული ჩარევა. მან ბევრი სისხლი დაკარგა”, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ხვედაგურიძემ.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცს იარაღი, სავარაუდოდ, ნადირობის დროს გაუვარდა.