სტატიები

„ახმეტაში ისეთი ორმოებია, მანქანა რომ ჩავარდეს, მობილური აღარ იჭერს“

სარეაბილიატაციო სამუშაოების გამო გადაითხარა ქალაქის ყველა ქუჩა. ახმეტელები წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისას დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის გამო ჩივიან და ადგილობრივ ხელისუფლებას მის დროულად შეკეთებას სთხოვენ. ადგიოლობრივები ამბობენ, რომ თითქმის სამი წელია, რაც ქუჩები გადათხრილია რის გამოც გადაადგილება უჭირთ. 
„ახმეტაში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ–ერთი მთავარი დაზიანებული გზებია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, როდესაც წვიმა მოდის და მთელი ქალაქი ატალახებულია“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას ახმეტაში მცხოვრები ზაქრო ვალაშვილი. 
ქუჩების დროლ რეაბილიტაციას ითხოვენ ავტომობილების მძღოლები. ისინი აბობენ, რომ დაზიანებული გზების გამო ერიდებიან ქალაქში მოძრაობას, რადგან გადაადგილების დროს ავტომობილები ზიანდება. 
„ვერიდები ქალაქში მანქანით გამოსვლას, რადგან თითქმის ყოველ 20 მეტრში ორმოებია და მანქანა მიფუჭდება. ახმეტაში ისეთი ორმოებია, მანქანა რომ ჩავარდეს, მობილური აღარ იჭერს“. გზები ორი წლის წინ გადათხარეს, მაგრამ მდგომარეობა უცვლელია. გზა მხოლოდ ერთი ქუჩის ნაწილზე დააგეს“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას თამაზ მარუქაშვილი. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოების დროს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა არ არის მათი ვალდებულება. ახმეტის მერი აღნიშნავს, რომ სამუშაოებს კომპანია „დაგი“ ახორციელებს, რომელმაც გადათხრილი ქუჩები უნდა შეაკეთოს. 
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანია „დაგთან“. მათ თქვეს, რომ იაღებენ ვალდებულებას და განახორციელებენ გზების რეაბილიტაციას, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყებენ სამუშაოებს. გზები დაზიანებული ახმეტის თითქმის ყველა ქუჩაზე. შიდა ქუჩებზე კატასტროფული მდგომარეობაა. მძღოლებს მანქანით გადადგილების დროს ყოველ 15 მეტრზე უწევთ მანქანის გაჩერება. ჩვენს სამსახურებს რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ ამ მხრივ. აწესრიგებენ სანიაღვრე არხებს და ასუფთავებენ ნარჩენისგან“, – განუცხადა knews.ge-ს სოსო ქარუმაშვილმა.

ქარუმაშვილის თმით, თუ კომპანია „დაგი“ თავის ვალდებულებას არ შეასრულებს, ახმეტის მერია მას სასამართლოში უჩივლებს.