სტატიები

გურჯაანში ახალი აგრარული ბაზარი აშენდება

არსებული ინფორმაციით, ახალი ბაზრის მშენებლობა მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. 
,,ახალი ბაზრის პროექტირებას, რომელიც 2500 კვადრატულ მეტრზე იქნება, ორი კვირა დასჭირდება და სავარაუდოდ რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის მიხედვით, 200 სავაჭრო ადგილი გამოიყოფა. ბაზარი იქნება დახურული, სადაც დაცული იქნება ევროპული სტანდარტი. ახალ ბაზარში შეყვანილი იქნება წყალი და ყველა ის კომუნიკაცია, რაც ყველა სახის პროდუქტის, მათ შორის, რძის და ხორცის გასაყიდად არის საჭირო. ბაზარში ცხოვლები არ შევიდნენ. ეს არ გამოიწვევს ქირის გაზრდას. ახალ ბაზარში გადასახადი იქნება ადგილების მიხედვით”, – განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის აგრარული ბაზრის მფლობელმა, ნუკრი ლიპარტაშვილმა.
ახალი ბაზრის აშენებამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოვაჭრეებს ალტერნატიული ფართის გამოყოფას ჰპირდება.