“ყვარელრემმშენმა ჩანტლისყურის სკოლაში დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა“
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ “ყვარელრემმშენმა“ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, რომლის მიხედვითაც კომპანიას სკოლის გვერდით, საქვაბე უნდა აეშენებინა, თუმცხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა, რის გამოც 2000 ლარით დაჯარიმდა.
“კომპანის საქვაბე უნდა მოეწყო შენობაში, რომელიც სკოლის გვერდით იყო აშენებული, მაგრამ არაფერი არ გააკეთა. ეს კომპანია 2000 ლარით დაჯარიმდა. ჩვენ დავუკავშირდით და მოვთხოვეთ ჯარიმის გადახდა, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ სასამართლოში ვუჩივლეთ. სასამართლომ დააკისრა ჯარიმის გადახდა, მაგრამ დღემდე არ გადაუხდია“, – განუცხადა knews.ge–ს მაგამედ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ ყვარელრემმშენმა „ვარკეთილის“ მეტროში სამუშაოები ჩაატარა, სადაც 30 იანვარს ჭერი ჩამოინგრა და 14 ადამიანი დაშავდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც 347 852 ლარი დაიხარჯა, 5 თვის წინ დასრულდა.
კომპანიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში სხვა ტენდერებშიც გაიმარჯვა და განახორციელა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი:
სოფელ ჭიკაანის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ღირებულება – 170000 ლარი;
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ღობის დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 20 000 ლარი.
იუსტიციის სასწავლო ცენტრის და ფილიალის ტექნიკური ზედამხედველობა. ხელშეკრულების ღირებულება – 11800 ლარი.
შსს–ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი – ელექტროგაყვანილობის, თერმოიზოლაციის, თაბაშირ-მუყაოს ფილების მონტაჟის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 4899 ლარი.
სოფელ კუჭატნის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 9 953 ლარი
ყვარლის კულტურის სახლის საესტრადო ანსამბლის სარეპეტიციო დარბაზის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება – 11 000 ლარი.