გომბორის გზაზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი მოიხსნა
გუშინ მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
“ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გუშინ, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ55 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. დილის 5 საათზე გავედით, დავყარეთ ტექნიკური მარილი. ამ დროისთვის ნებისმიერი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია და ეს რიჟიმიც მოიხსნა”, – განუცხადა knews.ge–ს თელავის საგზაო სამმართველოს უფროსმა თამაზ აბდულაშვილმა.