ახმეტის მერიაში ქალთა ოთახი გაიხსნება
როგორც knews.ge–ს ახმეტის მერმა სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, ახალი მუნიციპალური სერვისის მიზანი ქალთა გააქტიურება და გაძლიერება იქნება.
“პროექტი გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელდება. ამ სერვისის მეშვეობით ქალებს ექნებათ უფრო მეტი შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში. პროექტი რამდენიმე სერვისს მოიცავს: ბიბლიოთეკა,კომპიუტერული და ინტერნეტ მომსახურება,ბავშვთა კუთხე, სპეციალური ტრენინგ პროგრამები და საგანმანათლებლო საქმიანობა, წვდომა ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელებულ სიახლეებზე. სერვისით სარგებლობის უფლება მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება”, – განუცხადა knews.ge–ს სოსო ქარუმაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტი შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.