ყარაჯლის სკოლა გენდერული თანასწორობის კონკურსის გამარჯვებული გახდა
მოსწავლეებმა კონკურსის ფარგლებში ცნობილი ქართველი სპორტსმენის, მოციგურავე, ელენე გედევანიშვილის შესახებ საკონკურსო თემა წარადგინეს.
“ელენე გედევანიშვილის შესახებ თემის წარდგენით ყარაჯლის სკოლის მოსწავლეები გამარჯვებული სკოლების ხუთეულში მოხვდნენ. დასკვნით ღონისძიებაზე კი მათ პრეზენტაცია წარადაგინეს და მეორე ადგილი დაიკავეს. პრეზენტაციის ავტორები მე_11 კლასის ჯამეი მამაედოვი და ნიზამი ისაევი არიან. მოსწავლეები და მასაწავლებელები პრიზებით და დიპლომებით დასაჩუქრდნენ”, – განუცხადა Knews.ge–ს ყარაჯლის საჯარო სკოლის დირექტორმა, ელზა აშიროვამ.