გურჯაანის ბიუჯეტიდან მილიონ 300 000 ლარი სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება
როგორც knews.ge–ს გურჯაანის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, ნატო გონგაძემ განუცხადა, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი 450 ათასი ლარი ოპერაციებისა და მედიკამენტების თანადაფინანსებაზეა გათვალისწინებული.
“სოციალურ პროგრამებზე მილიონ 300 500 ლარია გამოყოფილი. ამ მხრივ პრიორიტეტები სამედიცინო და მედიკამენტოზიური მომსახურებაა, რომელიც, ჯამში, 440 000 ლარს შეადგენს. აქედან ცალკე 150 000 ლარია გათვალისწინებული ონკოლოგიური მიმართულებით. ასევე პრიორიტეტია ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. რაც შეეხება ერთჯერად დახმარებებს, ამისათვის 100 ათასი ლარი დაიხარჯება”, – განუცხადა knews.ge–ს ნატო გონგაძემ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 736 ათასი ლარით განისაზღვრება.