თესაუს სტუდენტმა მაყვლის ღვინის წარმოება დაიწყო
როგორც knews.ge–ს ლაცაბიძემ განუცხადა, 2017 წლის ზაფხულში მაყვლის ღვინო მცირე რაოდენობით დააყენა. მისივე ინფორმაციით, პროდუქცია გამორჩეულია სამკურნალო თვისებებით.
“მაყვალზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მაყვალი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. მაყვალს დიდი რაოდენობით იბარებენ რესტორნები და მისგან ამზადებენ წვენებს, მურაბებს, საწებელს. ზაფხულში მაყვლის ღვინო მცირე რაოდენობით დავაყენე, მაგრამ ბაზარზე არ გამიტანია. წელს ვაპირებ მაყვლის ღვინის წარმოების გაზრდას და შემდეგ გავყიდი კიდეც. მაყვლის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს. მაყვლის ღვინო ყურძნის ღვინისგან არ განსხვავდება. მაყვალი გამორჩეულია თავისი არომატულობით. მაყვალი გამოირჩევა შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა (15%), რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისგან დავამზადოთ კენკროვანი ღვინო”, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ლაცაბიძემ.
გიორგი ლაცაბიძე „სამმაგი გვირგვინის“ ჯიშის უეკლო მაყვალი და სანანდრეასის ჯიშის მარწყვი 2012 წლიდან მოჰყავს.
გიორგის უეკლო მაყვალისა და ესპანური ჯიშის მარწყვის პლანტაციები თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ნახევარ ჰექტარზე 1500 ძირი მაყვალი აქვს გაშენებული. მეწარმის ინფორმაციით, გიგანტური უეკლო მაყვალი დაახლოებით 20 გრამს იწონის. 1 კილოგრამის მაყვლის ღირებულება 4 ლარია.
„გიგანტური უეკლო მაყვალი ველურ მაყვალზე ადრე შემოდის. მოსავლის აღება ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ამ ჯიშის მაყვლის ერთი მარცვლის საშუალო წონა 15–20 გრამია“, – ამბობს გიორგი.
ლაცაბიძეს მაყვლისა და მარწყვის სანერგე მეურნეობაც აქვს. ერთი ნერგის ფასი 2–დან 5 ლარამდე მერყეობს. მეწარმის ინფორმაციით, ევროკავშირისა და რუსეთის ბაზარზე მაყვალზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ გიორგი მაყვლის ბაღების გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.