ფერმერები სასოფლო–სამეურენეო ტექნიკის შეძენას შეღავათიანი აგროკრედიტით შეძლებენ
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, ლევან დოლიძის ინფორმაციით, ცვლილების მიხედვით, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და იმპლემენტის შესაძენად. შეღავათიანი აგროლიზინგი გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის, რომელიც გულისხმობს შეღავათიანი აგროლიზინგის გაცემას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და იმპლემენტის დასაფინანსებლად.
„პროექტში განხორციელებული ცვლილებებით ხელმისაწვდომი იქნება საქართვლოს მოქალაქეებისთვის, ასევე რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო–სამურნეო ტექნიკისა და მისი იმპლიმენტების შეძენა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში. პროგრამა ხელს შეუწყობს, რომ ფერმერებმა შეიძინონ თანამედროვე ტექნიკა და თანამედროვე ტექნიკის შესაბამისი იმპლიმენტები, რომლებიც გაუადვილებთ შემდგომში მათ საქმიანობას და წარმოებული პროდუქციის როგორც ხაარისხს, ისე რაოდენობას“- განაცხადა ლევან დოლიძემ.
პროექტის ძირითად მიზნებს ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.