ლაგოდეხის 9 სოფლის მოსახლეობა ბუნებრივი აირის შეყვანას შეღავათებით შეძლებს
როგორც Knews.ge–ს კომპანია „სოკარ ჯორჯიაში“ განუცხადეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეეძლება.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვერხვის მინდორის, ზემო ბოლქვის, ზემო ნაშოვარის, არეშფერანის, ბაღდათის, გუჯარეთის, ნინიგორის, ონანაურის და ქევხიანის მოსახლეობას ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების 400-ლარიანი პაკეტით სარგებლობა შეეძლება. მთლიანად საქართველოში დარჩენილია მხოლოდ 47 დასახლებული პუნქტი, სადაც მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები. ამჟამად ქსელზე მიერთების 400 ლარიანი პაკეტით სარგებლობა სულ 946 დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი’’,– განაცხადეს კომპანია „სოკარ ჯორჯიაში”.