ახალი ამბები

სოფლებში გურჯაანის მერის წარმომადგენლების თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდება

როგორც knews.ge–ს გურჯაანის მერიის ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში უფროსმა სპეციალისტმა, მაია ლალიაშვილმა განუცხადა, აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი არ არის უმაღლესი განათლება. მისივე ინფორმაციით, კონკურსანტებს არც სამუშაო გამოცდილება არ მოეთხოვებათ.

„ამ თანამდებობის დასაკავებლად არ არის აუცილებელი არც გამოცდილება და არც უმაღლესი განათლება. კონკურსში მონაწილეობის მსურველს უნდა ჰქონდეს სრულიზ ოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუსაობა დამატებითი საკვალიფიკაცი მოთხოვნებთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი. სოფლებში მერი წარმომადგენლებს სპეციალური კომისია შეარჩევს“, – განუცხადა knews.ge–ს მაია ლალიაშვილმა. 
მისივე თქმით, სოფლებში მერის წარმომადგენლის დარიცხული ხელფასი 1100 ლარია. ამჟამად ამ პოზიციაზე მოვალეობას 24 ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტები ასრულებენ, გურჯაანის მინიციპლაიტეტის მერიის ახალი საშტატო ნუსხა ძალაში 1 თებერვლიდან შევა. 
შეგახსენებთ, რომ სოფელში მერის ყოფილ წარმომადგენლებს 1 იანვრიდან ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ.