თელავის ღვინის მარანი ღვინის ტურიზმის განვითარებას იწყებს
კომპანიის დამფუძნებლის, ზურაბ რამაზაშვილის განცხადებით, ყვარელში ღვინის საწარმოს ტერიტორიაზე მოეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ, ღვინოც დააჭაშნიკონ და მთელი დღის განმავლობაში დაისვენონ.
“ვფიქრობთ, წელს დავამთავრებთ მარნის სრულ კეთილმოწყობას, საწარმოს ტექნოლოგიური მხარე წელიწადზე მეტია დავამთავრეთ, ანუ ღვინის გადასამუშავებელი მოწყობილობები, მათი ლოგისტიკა, თავისი სასაწყობე მეურნეობებით. ახლა ვიწყებთ ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებას. იგეგმება მისაღები შენობის, სადეგუსტაციო დარბაზის მოწყობა. იქნება სპეციალური ადგილი, სადაც ძველი ღვინოების დაჭაშნიკების საშუალება იქნება. მიმდინარეობს ძველი, ისტორიული მარნის აღდგენა, რომელიც აქ არსებობდა”,- განუცხადა knews.ge–ს ზურაბ რამაზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1,5 მილიონ დოლარზე მეტია.