სიღნაღის ეტალონი ტიბაანის სკოლის მოსწავლე გახდა
ინტელექტ-ჩემპიონატში სიღნაღის მუნიციპალიტეტის 21 სკოლიდან შერჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატზე გამოვლინდა პირველ ცხრა ადგილზე გასული გამარჯვებული მოსწავლე. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
„ეტალონი“ არის პროექტი, რომელშიც საკუთარი ცოდნის გამოვლენა ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში გვიწევს. ეს უდიდესი გამოცდილებაა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და თვითწარმოჩენის კუთხით“, – განუცხადა knews.ge-ს ჩემპიონატში გამარჯვებულმა ნათია გურაშვილმა.
“სიღნაღის ეტალონი მოსწავლე” 2017 წელს სოფელ საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლე სოფიო ყარალაშვილი გახდა, რომელიც ქ. ბათუმში, ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მეორე ადგილზე გავიდა.