თელავში ავარიის შედეგად ორი პოლიციელი დაშავდა
ავარიის შედეგად ორი პოლიციელი ხდაშავდა. სოფელ შალაურში “ფოლქსვაგენ გოლფის” მარკის ავტომანქანა ბოგირს შეეჯახა, რომლის შედეგად მაქანაში მყოფი პოლიციის ორი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ისინი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“პაციენტებს აქვით დაზიანებები მუცლის ღრუში და ნეკნების მოტეხილობა. დაშავებულებს უკვე ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.
მომხდარს პროკურატურა იძიებს. როგორც knews.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.