ახალი ამბები

კახეთში ტემპერატურა –3 გრადუსამდე დაეცემა

ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით 6 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. 

,,29 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოში, ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაფიქსირდება. რაც შეეხება 30 იანვრის ამინდის პროგნოზს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით უმეტესად ითოვებს, დღისით კი ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 +10 გრადუსამდე იქნება”, – აცხადებენ სინოპტიკოსები.