ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმღვანელის ინფორმაციით, ელექტრონული სისტემის დანერგვით გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები. გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, მწარმოებელი ინტერნეტის მეშვეობით შეძლებს დეკლარაციის შევსებას, განაცხადის გაკეთებას და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოუწევს სააგენტოში მისვლა.
„ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფისა და სერტიფიცირების წესში დაგეგმილი ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ღვინის კომპანიები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. “მთავრობა და კერძო სექტორი თანხმდება, რომ დაბალხარისხიანი ან უხარისხო ღვინო საქართველოში არ უნდა იწარმოებოდეს. ღვინის კომპანიების წარმომადგენლებმა ტრენინგი უკვე გაიარეს ახალ, ელექტრონულ სერტიფიცირების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საჭიროეების შეთხვევაში სააგენტო მზად არის მსურველებს ჩაუტაროს დამატებითი კონსულტაციები“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.