თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
დაშავებულ მამაკაცს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
,,პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მას მკურნალობა ნეიროინტენსიურ განყოფილებაში უტარდება”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.