სიღნაღის მერიის კონკურსის მეორე ეტაპზე 16 ადამიანი გადავიდა
მეორე ეტაპზე 16 კონკურსანტი გადავიდა. კონკურსანტებს კიდევ ორი ეტაპის გავლა მოუწევთ. კონკურსის მეორე ეტაპი ზეპირი დავალების შესრულებას, ხოლო მესამე ეტაპი კი გასაუბრებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ კონკურსი 17 იანავარს გამოაცხადა.
„ვაკანტურია კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსის, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსისა და ქვ. მაჩხაანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობები. თანამდებობრივი სარგო მერყეობს 450–დან 1200 ლარამდე, აღნიშნულ თანამდებობებზე პირებს სპეციალური კომისია შეარჩევს“, – განუცხადეს Knews.ge-ს სიღნაღის მერიაში.