ახალი ამბები

ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა

დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ღვინის სექტორის მიმოხილვას და მიმდინარე სიტუაციის ანალიზს და განსაზღვრავს მეღვინეობის დარგის განვითარების ხედვას. 

,,გრძელვადიანი სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან შესაბამისი სტრატეგიული მიზნებისა და სამოქმედო ღონისძიებების გათვალისწინებით. კერძოდ, სტრატეგიის მიზანია ქართული ღვინის ხარისხის, მისი ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. დოკუმენტი მოიცავს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ადგილობრივი ბაზრისა და მდგრადი მევენახეობის განვითარების, ღვინის ტურიზმისა და სხვა მიმართულებებს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ღვინის განვითარების სტრატეგია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის“ (CIM) ინტეგრირებული ექსპერტის, ბერტჰოლდ ზაიტცის მხარდაჭერით მომზადდა, რომელსაც 2016-2017 წლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩევლის პოზიცია ეკავა.