ახალი ამბები

ქვემო ბოდბეში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორც knews.ge-ს ბოდბის ადმინისრაციულ ერთეულში სიღნაღის მერის წარმომადგენელმა, ალექსანდრე კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, გოგიაშვილების საცხოვრებელი სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. 

“ძლიერი ხანძარი იყო. სახლში მარტო იყო 80 წლის გოგი გოგიშვილი. როგორც ჩანს, გოგიმ ვერ გაიგო, როდესაც სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როდესაც ხანძარი ად გამძვინვარდა და სახლს მთლიანად წაეკიდა, მოხუცმა გარეთ გამოსვლა ვეღარ მოასწრო”, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე კოჭლამაზაშვილმა. 

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სამშველო ჯგუფები შეტყობინებისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, თუმცა მოხუცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. უწყების ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდაცია გუშინვე შეძლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.