ახალი ამბები

გურჯაანის ბაზარში ხორცის და ყველის სექციები დაიხურა

სურსატის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება”,– აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტში.

სურასტის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზარიც.