ახალი ამბები

ბახალას მხარდასაჭერი აქცია თელავშიც გაიმართა

აქციის მონაწილეებმა ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი გიორგანაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. საპროტესტო აქცია თელავის გარდა თბილისში,ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩატარდა.

,,ვითხოვთ, გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან; გათავისუფლდეს თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი; კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტკა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი”, – განუცხადა knews.ge-სთან ნინა ზაზაშვილმა.