გურჯაანის ბიუჯეტიდან ინფრასრუქტურულ მიმართულებაზე 1 მილიონ 470 000 ლარი დაიხარჯება
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს ქალაქსა და სოფლებში დაგეგმილია შიდასაუბნო გზების და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია და სხვა ინფრაქსტრუქტურული პროექტების განხორციელება.
,,წელს გურჯაანში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ვგეგმავთ სოფლებში გზების რეაბილიტაციას, ასევე სამუშაოების განხორციელებას სასმელი წყლის სისტემის და წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის. მომავალ წელს, ასევე, დაგეგმილია ხევების გაწმენდა, გარეგანათებების მოწყობა და ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსბის ეზოებში ასფალტის საფარის მოწყობა, რაც სიახლეა. ქალაქსა და სოფელში გზების რეაბილიტაციაზე სავარაუდოდ 650 000 ლარი დაიხარჯება, კორპუსის ეზოების მოასფალტებაზე 150 000 ლარი, ხოლო ხევების კალაპოტების გაწმენდაზე 100 000 ლარი. დანარჩენი თანხა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს მოხმარდება’’,– განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ნოდარ შავკაციშვილმა.