მშობელს შესაძლოა, არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონების განკარგვა აეკრძალოს
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარადგინა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ცვლილების მიზანს ბავშვის საკუთრების უფლების დაცვა წარმოადგენს.
„დღეის მდგომარეობით, ერთ-ერთ მშობელსაც კი შეუძლია დაბრკოლების გარეშე გაასხვისოს, იპოთეკით დატვირთოს, ან/და ნებისმიერი ფორმით განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება. მშობელს ეკრძალება გააჩუქოს ან სხვაგვარად განკარგოს არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამოწვეულია ბავშვის აუცილებელი საჭიროებიდან და ემსახურება ბავშვის ინტერესს. ასეთ შემთხვევაში კი საჭიროა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წინასწარი თანხმობა“, -განაცხადეს ადამიანის უფლებათა ცენტრში.