ალაზნის სარწყავ არხში 41 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
მამაკაცის ცხედარს მაშველებმა ალაზნის სარწყავ არხში მიაკვლიეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს, 19 იანვარს, მეზობლებმა სარწყავი არხის მიმდებარედ ნახეს.
სამძებრო სამუშაოებს სამართალდამცავები და სამაშველო ჯგუფები ხუთი დღის განმავლობაში ერთობლივად ახორციელებდნენ. ოთხი დღის წინ მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავთა ჯგუფებიც ჩაერთვნენ.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.