უცხოური ვებგვერდი “travel-tramp.com” ტურისტებს ლაგოდეხის ნაკრძალის ნახვას ურჩევს
ბლოგერი სტატიას ნაკრძალის ზოგადი ადგილმდებარეობით იწყებს და შემდეგ მოგზაურობას აღწერს.
ბლოგერი ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელიც საქართველოში უნახავს. რიჩარდ კოლეტი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიებიდან, ლაგოდეხის ნაკრძალი საუკეთესოა.
“თბილისიდან ლაგოდეხში დადის საბჭოთა დროინდელი ტრანსპორტი, რომელიც მანძილის დაფარვას დაახლოებით სამ საათს ანდომებს. ლაგოდეხი ყველაზე ახლო მდებარე ქალაქია აზერბაიჯანის საზღვართან. თუ თქვენ გექნებათ აზერბაიჯანის ვიზა, მაშინ საზღვრის გადაკვეთის დროს არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ. ქალაქში არ არის ბევრი ღამის გასათევი ადგილი. ძირითადად, აქირავებენ სახლებს, რომლის საფასურშიც ხშირად ვახშამიც შედის ხოლმე. თქვენ შეგიძლიათ ნაკრძალის ზოგიერთ ადგილას კარვის გაშლა და დაბანაკება.ნაკრძალში 4 ძირითადი ბილიკია. ყოველი მათგანი განსხვაებულია სიგრძით, სასიარულო დროითა და სხვა კრიტერიუმებით”, – ამბობს რიჩარდ კოლეტი.