გურჯაანის ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება შესაძლოა 100 ლარამდე გაიზარდოს
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული პროგრამიდან დაგეგმილია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარების 50 –დან 100 ლარამდე გაზრდა. მაია ბეროშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებთან კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს.
,,სოციალური პაკეტი მოიცავს სოციალურად დაუცვლებისთვის, მარჩენალ დაკარგულებისთვის, შშ პირებისთვის ერთჯერადად ფულად დახმარებებს და ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვას. ბიუჯეტით, ასევე, გათვალისწინებულია ფულადი დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 4 და მეტი ბავშვი ჰყავთ. ჩვენ თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას ვაძლევთ. სოციალური პაკეტით, ასევე, ისარგებლებენ სხვადახვა დაავადების მქონე მოქალაქეები, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების პრობლემების მქონე პირები, გვაქვს, ასევე, სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების თანადაფინანსება, სწავლის დაფინანსება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის და სხვა. დაგეგმილია ერთჯერადი დახმარების 50 –დან100 ლარამდე გაზრდა და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ქულის დაწევა 120 000 –დან 100 000 –მდე. ამ ეტაპზე საკრებულოს წევრებთან მიმდინარებს დისკუსიები იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის უკეთეს ვარიანტზე შევჯერდეთ’’, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ბეროშვილმა.