სტატიები

გურჯაანის საკრებულოს ოპოზიციამ სოციალურ პაკეტს მხარი არ დაუჭირა

,,ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის საკრებულოს წევრი, თემურ ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სოციალურ პაკეტში პრიორიტეტები სწორად განსაზღვროს, რომელიც სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე იქნება მორგებული. 
,,ჩვენ აღნიშნული სახით სოციალური პაკეტის დამტკიცებას მხარი არ დავუჭირეთ, რადგან დასახვეწია. ვფიქრობთ, პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს სწორად და თანხები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით უნდა გადანაწილდეს. აღნიშნული პაკეტი და მისი ბიუჯეტი, რაც საკრებულოს სხდომაზე წარმოადგინეს, გასული წლის იდენტური იყო. ახლა ინფლაციაა, პროდუქტები გაძვირდა, გაიზარდა კომუნალური გადასახადები, რაც სოციალურად შეჭირვებული ფენისთვის დიდი თავის ტკივილია. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სოციალური პაკეტის ბიუჯეტი უნდა პასუხობდეს იმ რთულ გამოწვევებს, რომლებიც გურჯაანელებს აქვთ’’,– განუცხადა knews.ge-ს თემურ ბუწაშვილმა.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ერთჯერადი დახმარების 50 –დან 100 ლარამდე გაზრდას არ დაუჭირა მხარი. მაია ბეროშვილის ინფორმაციით, 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამების დაფინანსება, წინა წლის მსგავსად, 1 მილიონ 300 ათას 500 ლარით განისაზღვრა.
მაია ბეროშვილი განმარტავს, რომ სოციალური პაკეტის სრულყოფისთვის ყველა მხარესთან კონსულტაციები გაგრძელდება.
,,სოციალური პაკეტი მოიცავს სოციალურად დაუცვლებისთვის, მარჩენალ დაკარგულებისთვის, შშ პირებისთვის ერთჯერადად ფულად დახმარებებს და ელექტროენერგიის გადასახადის დაფარვას. ბიუჯეტით, ასევე, გათვალისწინებულია ფულადი დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 4 და მეტი ბავშვი ჰყავთ. ჩვენ თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარიან დახმარებას ვაძლევთ. სოციალური პაკეტით, ასევე, ისარგებლებენ სხვადახვა დავადების მქონე მოქალაქეები, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების პრობლემების მქონე პირები, გვაქვს, ასევე, სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების თანადაფინანსება, სწავლის დაფინანსება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის და სხვა. რაც შეეხება საკრებულოს წევრების უკმაყოფილებას, ეს ძირითადად ერთჯერად პაკეტს შეეხებოდა. დაგეგმილი იყო, ერთჯერადი დახმარება 50 –დან100 ლარამდე გაგვეზარდა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის დაგვეწია ქულა სახელმწიფო 100 000 –დან 20 000 –მდე. დეპუტატების ნაწილმა საკრებულო სხდომაზე, სოციალური პაკეტის განხლვისას, გამოთქვა მოსაზრება,რომ სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებაში გადავიდეს ერთჯერადი დახმარების თანხა. ეს სამსჯელო საკითხია. შევჯერდებით ოპოზიციასთან და კონკრეტულ პაკეტს წარმოვადგენთ’’, – განუცხადა Knews.ge-ს მაია ბეროშვილმა.
ადგილობრივების მოსაზრებით, აუცილებელია წინა წელთან შედარებით სოციალური პროგრამების დაფინანსება გაიზარდოს და ყველა მიმართულებას საბიუჯეტო სახსრების გარკვეული რაოდენობა დაემატოს. 
,,სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, სოციალურ მიმართულებას კი ადგლობრივი ბიუჯეტიდან მეტი დაფინანსება უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ, ჯობია ბევრს დაეხმაროს გამგეობა და ცოტ–ცოტა იყოს თანხა გამოყოფილი თითოეულ ოჯახზე, ვიდრე გაიზარდოს და მხლოდ რამდენიმე მოსახლემ მიიღოს. იდენად არის ხალხი გაჭირვებული, რომ მათთვის მცირედი თანხით დახმარებაც კი სასიცოცხლოდ მნიშველოვანია’’,– განუცხადა Knews.ge-ს გურჯაანში მცხოვრებმა მანანა ბაინდურაშვილმა.