ახმეტაში „წყაროების“ ტყე–პარკის ტერიტორიაზე ახალი დარბაზი შენდება
როგორც knews.ge–ს ახმეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა, გაზაფხულიდან ტყე-პარკის რეკრეაციული ფუნქციის კიდევ უფრო გაუმჯობესება და გაზრდა იგეგმება.
„ახალ შენობაში იატაკის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა გამოყოფილია ტყე–პარკების მოვლა–პატრონობის აიპის ფონდიდან. აღნიშნულ აიპს კაპიტალური ხარჯებისათვის 4000 ლარი აქვს. ახალ შენობაში ღვინის კუთხის მოწყობა იგეგმება“, – განუცხადა knews.ge–ს სოსო ქარუმაშვილმა.