თელავს მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა ექნება
აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით ქალაქ თელავსა და სოფლებში სოციალური, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებების გაძლიერებას.
პროექტის კოორდნატორი, არქიტექტორი ვახანგ კასრელიშვილი აცხადებს, რომ თელავის მიწათსარგებლობის გეგმის დამუშავებაში 30–მდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და ქართველი და უცხოელი ექსპერტები არიან ჩართულები. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა საჯარო განხილვების შემდეგ დაიხვეწება და დოკუმენტზე მუშაობა წლის ბოლომდე დასრულდება.
,,ეს პროცესი გაგრძელდება 1 წელი, გეგმა სრულყოფილი იქნება 2018 წლის ნოემბრის ბოლოს. იგი მოიცავს 4 ეტაპს, თითო ეტაპი მოიცავს სამ თვეს. მიწათსარგებლობის გეგმა ეხება არა კონკრეტული ტერიტორიის განვითარებას, არამედ ეს არის კომპლექსური მიდგომა ქალაქის მიმართ, რომელიც მოიცავს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ინფრასრუქტურას, ტრანსპორტს, სივრცით განვითარებას და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვართ ორიენტირებულები კონკრეტული დარგის ან ერთი ფუნქციის განვითარებაზე. მაგალითად: ტურიზმი არის ერთ–ერთი დარგი, რომლის განვითარების პოტენციალი აქვს თელავს და მიბმულია ეს ასევე ეკონომიკაზე. ეს იქნება დამატებითი შემოსავალი ქალაქისთვის. გარდა ამისა, გეგმა მოიცავს განათლების, კულტურის და სხვა მიმართულებების გაძლიერებას, ასევე, მოიცავს როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და სხვა. დოკუმენტი, რომელიც შემუშავდება, იქნება მთავრობისთვის სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა განვთარდეს ქალაქი. შემდეგ გასაგები იქნება, სად შეიძლება ინვესტიციის ჩადება,რა პერსპექტივები აქვს კონრეტულ ადგილს. ეს არის განვითარების ხედვა, რომელზეც ყველა თანხმდება ‘’,– განუცხადა Knews.ge-ს ვახტანგ კასრელიშვილმა.
კახეთის გუბერნატორი აღნიშნავს, რომ გეგმის შემუშავების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა თელავის მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
,,მიწათმოწყობის გენერალური გეგმა ყველას საშუალებას მოგვცემს, რომ 10– 25 წლის განმავლობაში გვქონდეს წარმოდგენა და ნათელი სურათი, როგორ უნდა განვითარედეს ქალაქი, განვითარება არ იყოს ქაოტური, არ დავაზიანოთ ის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ქალაქს გააჩნია და ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ქალაქში ცხოვრება ადგილობრივებისთვის იყოს კარგი და კომფორტული. ყველაზე მთავარია ქალაქი ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებით სწორად განვითარდეს. ეს გეგმა წლის ბოლოს უნდა იყოს მზად. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო ქალაქისთვის და სოფლებისთვის, ასევე მნიშვნეოვანია რეგიონისთვის‘’,– განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ქადაგიშვილმა.
თელავის მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ–ერთი ნაწილია, რომელიც სივრცით მოწყობას გულისხმობს.
მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო განხილვა.